1924 წელს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის ათი მცნება“:
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარია.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელის გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, თითქოს ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას ჟინი.
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება, შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე, ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაჰღუპავენ.
8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ; ჯერ-ჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.
10. ბოლოს და ბოლოს, ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი-შრომა, მეორე-შრომა და მესამე-ისევ შრომა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი
მისწერა მის მომავალ მასწავლებელს:
,,ჩემი შვილი დღეს
სკოლაში მიდის. ერთხანს
მისთვის ყველაფერი
ახალი და
უცნაური იქნება.
იმედი მაქვს,
მას სათუთად
მოეპყრობით.
ჩემი შვილისთვის ეს
იქნება თავგადასავალი,
რომელიც მას
სამყაროში ამოგზაურებს. ყოველი
თავგადასავალი ომს,
ტრაგედიასა და
ტკივილს გულისხმობს.
ამის გადასალახავად
და ცხოვრების
გზის გასავლელად
კი მნიშვნელოვანია
რწმენა, სიყვარული
და მხნეობა.
ასე რომ, ძვირფასო
მასწავლებელო, გთხოვთ,
ჩაჰკიდოთ მას
ხელი და
ასწავლოთ ის,
რაც აუცილებლად
უნდა იცოდეს.
ასწავლეთ! მაგრამ,
თუ შეიძლება,
სათუთად.
ასწავლეთ მას, რომ
ყოველი მტრის
წილ, ერთი
მეგობარია.
მან აუცილებლად უნდა
გაიგოს, რომ
ყველა ადამიანი
არ არის
კეთილი და
მართალი.
თუმცა, ასევე მსურს
იცოდეს, რომ
არამზადების საპირწონედ
გმირებიც არსებობენ. ყოველი
უღირსი და
ეგოისტი პოლიტიკოსის
წილ მოიძებნება
ღირსეული ლიდერი.
ასწავლეთ, თუ შეძლებთ,
რომ საკუთარი
ოფლით გამომუშავებულ
10 ცენტს უფრო
მეტი ფასი
აქვს, ვიდრე
შემთხვევით ნაპოვნ
დოლარს. ასწავლეთ, რომ
სჯობს, სკოლაში
მარცხი განიცადოს,
ვიდრე იცრუოს
ან გადაიწეროს.
ასწავლეთ, რა ღირსეული
შეიძლება იყოს
დამარცხება და
უთხარით, როგორ
შეიძლება ისიამოვნოს
გამარჯვებით.
ასწავლეთ თანაგრძნობა და
ამავე დროს
- უხეშობა უხეშ
ადამიანებთან.
გაათავისუფლეთ შურისგან და,
თუ შეძლებთ,
ასწავლეთ გულწრფელი
ღიმილი.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ,
გაიცინოს მოწყენილობის
ჟამს და
უთხარით, რომ
ცრემლები სირცხვილი
არ არის.
ასწავლეთ, რომ დამარცხებაშიც
შეიძლება იყოს
დიდება, ხოლო
წარმატებაში სასოწარკვეთილება.
ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.
დაანახვეთ წიგნების სასწაული,
მაგრამ დაუტოვეთ
დრო ცაში
მფრინავი ფრინველების,
მზეზე მოფუსფუსე
ფუტკრების, მწვანე
მდელოებზე აყვავებული
ყვავილების სასწაულზე
საფიქრალადაც.
ასწავლეთ საკუთარი იდეების
რწმენა, მაშინაც
კი, როცა
სხვები არ
ეთანხმებიან.
ეცადეთ, შესძინოთ სიმტკიცე
და ნებისყოფა,
არ გაჰყვეს
ბრბოს, როცა
ყველა მის
გარშემო ამას
აკეთებს.
ასწავლეთ ყოველი ადამიანის
მოსმენა და
ამასთან, კარგისა
და ცუდის
გარჩევასაც მიაჩვიეთ.
ასწავლეთ, როგორ გაყიდოს
საკუთარი ინტელექტი
და შესაძლებლობები
რაც შეიძლება
ძვირად, მაგრამ
ისიც შთააგონეთ,
რომ სულისა
და გულის
გაყიდვა არ
შეიძლება.
მიეცით საშუალება, გამოიჩინოს
გამბედაობა და
არ მოითმინოს;
მიეცით საშუალება,
მოითმინოს, რომ
გახდეს გამბედავი.
უთხარით, სწამდეს საკუთარი
თავის, რადგან
ამით ღვთისა
და ადამიანის
რწმენასაც შეინარჩუნებს.
ასწავლეთ, ოღონდ გულში
ნუ ჩაიხუტებთ,
გახსოვდეთ, რომ
მხოლოდ ცეცხლში
იჭედება ფოლადი!
მესმის, რომ ეს
ყველაფერი არ
არის მარტივი
და დიდი
გამოწვევაა, მაგრამ
ეცადეთ, გააკეთოთ
ყველაფერი, რაც
შეგიძლიათ. ჩემი შვილი
ხომ ასეთი
მშვენიერი პატარა
ბიჭია!