სადამრიგებლო პროგრამა


კითხვარი  მოსწავლეებისათვის

მიუთითეთ  სახელი, გვარი -----------------------------------------------------------------------------
ტელეფონის  ნომერი, მისამართი -----------------------------------------------------------------------------
მშობლების  ტელ. ნომრები -----------------------------------------------------------------------
ოჯახური მდგომარეობა -----------------------------------------------------------------------------


ქცევის  კოდექსის  შემუშავება
კითხვები:
1. თქვენი  აზრით,  რატომ  უნდა  მიიღოს  მოსწავლემ   მონაწილეობა  ქცევის  წესების  შემუშავებაში?
2.ჩამოთვალეთ  ის  პრობლემები,  რომლებიც   ხშირად   იჩენს  ხოლმე  თავს   კლასში,   სკოლაში.
3. შესაძლებელია  თუ  არა   ქცევის  წესების  დაცვით   მოგვარდეს  არსებული  პრობლემები  კლასში,  სკოლაში?
4.როგორი  დამოკიდებულება  უნდა  ჰქონდეს   მოსწავლეს  მასწავლებელთან  და  სკოლაში  დასაქმებულ  სხვა  პირებთან?
5.  როგორი  დამოკიდებულება  უნდა  ჰქონდეს  მოსწავლეს   თანაკლასელებთან,  სკოლელებთან?
6.როგორ  უნდა  ეცვას  მოსწავლეს   სკოლაში?
7.როგორ  უნდა  იქცეოდეს  მოსწავლე  სასწავლო  პროცესის  დროს?
8.  როგორ  უნდა  იქცეოდეს  მოსწავლე  სკოლის  ტერიტორიაზე?
9.ჩამოთვალეთ   ყველა  ის  ნივთი,  რომელთა  ტარებაც  აკრძალულია  სკოლაში?
10.თქვენი  აზრით,   შეიძლება  თუ  არა  დაისაჯოს  მოსწავლე  ქცევის  კოდექსის   დარღვევისას  და   რა  სასჯელი  ემუქრება  მას?   


მოსწავლის ქცევის წესები
1.მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
 2.მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს

3.მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
4.მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
5. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე

6.გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
7. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე

8.მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით

9.მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
10.მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
11. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას

12.მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
13.მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას

14.მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

15.მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
) თამბაქოს ნაწარმი;
) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად
) სანთებელა ან ასანთი
) ალკოჰოლური საშუალებები
) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს
) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული
) აზარტული თამაშის საშუალებები
) უხამსობის ამსახველი ნივთები
) ნარკოტიკული საშუალებები
) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები
) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე
პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2017-2018 სასწავლო წლის სადამრიგებლო პროგრამა



მიზანი
ჩატარების   დრო
შენიშვნა
1.საორგანიზაციო    საკითხები
ა) მორიგეობის     დაწესება
ბ)კლასის    თვითმმართველობის
   არჩევა   

მოსწავლეებში   საკუთარი    მოვალეობების    გააზრებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის     დაცვის    უნარის    განვითარება
სექტემბერი

3.მშობელთა   კრება

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მიზნების გაცნობა

სექტემბერი

4.  კლასისი   საათი
თემა: მოსწავლეთა ვალდებულებები და მოვალეობები( ქცევის წესების შემუშავება)
მოსწავლეებში   საკუთარი    მოვალეობების    გააზრებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის     დაცვის    უნარის    განვითარება
სექტემბერი

5.კლასის    საათი
თემა:   მოსწავლეთა  ვალდებულებები
მოსწავლეებში   საკუთარი    მოვალეობების    გააზრებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის     დაცვის    უნარის    განვითარება

ოქტომბერი

6. კლასის    საათი
თემა:   სვეტიცხოვლობის დღესასწაული.

 ურთიერთმეგობრობის,   მიმტევებლობისა   და    ტოლერანტობის   უნარის    განვითარება;  სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი   საინფორმაციო  პრეზენტაცია.  

ოქტომბერი

7. კლასისი    საათი
თემა:  გამოჩენილ  ადამიანთა  ცხოვრება  და  მათი  შემოქმედების  გაცნობა
მხატვრული    კითხვის,    მსჯელობის,    დამოუკიდებლად     აზროვნების,    ინფორმაციის    მოძიებისა    და    მისი   აუდიტორიიის    წინაშე    წარდგენის    უნარის    განვითარება

ნოემბერი

8.კლასის    საათი
თემა:  ტოლერანტობა
მოსწავლეებში   საკუთარი    მოვალეობების გააზრებისა
და    შესაძლებლობების    გამოყენების    უნარის     განვითარება  

ნოემბერი

9.  კლასისი    კრება:
თემა: მოსწავლეთა     დისციპლინური    და     აკადემიური    მოსწრების      განხილვა    
მოსწავლეებში   საკუთარი    მოვალეობების    გააზრებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის     დაცვის    უნარის    განვითარება
დეკემბერი

10.   მშობელთა    კრება
მშობელთათვის    მოსწავლეთა     აკადემიური    მოსწრებისა     და     დისციპლინური    საკითხების     გაცნობა
დეკემბერი

11. კლასისი    საათი
თემა:  გამოჩენილ  ადამიანთა  ცხოვრებისა  და  მათი  შემოქმედების  გაცნობა
მხატვრული    კითხვის,    მსჯელობის,    დამოუკიდებლად     აზროვნების,    ინფორმაციის    მოძიებისა    და    მისი   აუდიტორიიის    წინაშე    წარდგენის    უნარის    განვითარება

იანვარი

12. კლასის    საათი
თემა:   ჟურნალისტთა    დღე
(თავისუფალი    თემა)
მოსწავლეები(ჟურნალისტები)    სურვილის   მიხედვით     შერჩეულ    საინტერესო    თემებს    გააცნობენ    აუდიტორიას.   პრეზენტაციის    შემდეგ    აუდიტორია     გამოავლენს    რეიტინგულ(  მათთვის    უფრო    საინტერესო)    თემას. მოსწავლეებს    განუვითარდებათ    ინფორმაციის    მოძიების,    აუდიტორიასთან   ურთიერთობის,    მსჯელობის,   შეფასების,    საკუთარი    აზრის    გამოთქმის    უნარი.    

თებერვალი

13.კლასის    საათი
თემა:    დედის    დღე
მისალოცების    დამზადება    სიყვარულისა    და    ურთიერთპატივისცემის     ნიშნად

მარტი

14.კლასის    საათი
თემა:  ჯანსაღი    ცხოვრება
საუბარი    ნიკოტინისა    და    ნარკოტიკების    მავნებლობის    შესახებ   სპეციალური    ლიტერატურისა   და    შესაბამისი     თვალსაჩინოებების    გამოყენებით.

მარტი

15. კლასისი   საათი
თემა:  9    აპრილი  (ხსოვნის დღე)
საუბარი    9   აპრილის    ტრაგედიის    შესახებ. მოსწავლეთა  მიერ  მოზიებული  ინფორმაციის  პრეზენტაცია.    

აპრილი

16. კლასისი   საათი
თემა: ქართული   ენის   დღე

მოსწავლეების     აღზრადა       ქართული სალიტერატურო   ენის,      როგორც    სახელმწიფო    ენის,       სიწმინდის        დამცველებად

14   აპრილი

17.კლასის    საათი
თემა:  დედამიწის    დღე
დაბინძურებული   გარემოს  პრობლემის    მოგვარების    გზების    ძიება.    მოსწავლეების    გარემოს    დამცველებად   აღზრდა

22    აპრილი

18.  კლასის      საათი
თემა:   ჟურნალისტთა    დღე
(თავისუფალი    თემა)
მოსწავლეები(ჟურნალისტები)    სურვილის   მიხედვით     შერჩეულ    საინტერესო    თემებს    გააცნობენ    აუდიტორიას.   პრეზენტაციის    შემდეგ    აუდიტორია     გამოავლენს    რეიტინგულ(  მათთვის    უფრო    საინტერესო)    თემას. მოსწავლეებს    განუვითარდებათ    ინფორმაციის    მოძიების,    აუდიტორიასთან   ურთიერთობის,    მსჯელობის,   შეფასების,    საკუთარი    აზრის    გამოთქმის    უნარი.    

მაისი

20.   კლასის     საათი
თემა:    26    მაისი,     საქართველოს    დამოუკიდებლობის    აღდგენის    დღე
თავისუფალი    ქვეყნის     თავისუფალ     მოქალაქეებად    აღზრდა,      ეროვნული    თვითშეგნების     დამკვიდრება.     
26    მაისი

21. ექსკურსია
ქვეყნის    ისტორიული    ძეგლების   დათვალიერება

ივნისი

22.კლასის   კრება
თემა:მოსწავლეთა დისციპლინური და აკადემიური მოსწრების  განხილვა
მოსწავლეებში   საკუთარი    მოვალეობების    გააზრებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის     დაცვის    უნარის    განვითარება

ივნისი

23.   მშობელთა    კრება
მშობელთათვის    მოსწავლეთა     აკადემიური    მოსწრებისა     და     დისციპლინური    საკითხების     გაცნობა
ივნისი







-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


სასწავლო-შემეცნებითი  ექსკურსია

მარშუტი: თბილისი-მცხეთა-თბილისი












--------------------------------------------------------------------------------------------------------------------



თეატრის დღე

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი
http://www.mozardi.ge


ბილოქსი ბლუზი



















-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




9 ივნისი; 2018 წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ყაზბეგში












No comments:

Post a Comment