ქართული ენისა და ლიტერატურის საკლასო სამუშაოების შეფასების სქემა
ფასდება შემდეგი აქტივობები
|
1-2
დაბალი
|
3-4
საშუალოზე დაბალი
|
5-6
საშუალოზე
|
7-8
საშუალოზე მაღალი
|
9-10
მაღალი
|
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა, მოსმენის კულტურა, მობილიზება, ეთიკური ნორმების დაცვა
|
პასიურია, გონებაგაფანტულია, არ უსმენს მოსაუბრეს არ იცავ ეთიკის ნორმებს.
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივადაა ჩართული, პასიურია უჭირს ყურადღების კონცენტრირება.
|
გაკვეთილში ნაწილობრივადაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკის ნირმებს.
|
ხშირად აქტიურია გაკვეთილზე, მობილიზებული, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკის ნორმებს.
|
აქტიურია გაკვეთილზე, მობილიზებულია, კონცენტრირებულია, იცავს ეთიკის ნორმებს.
|
წაკითხული მხატვრული ნაწარმოების ან ინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფში მუშაობა თანამშრომლობა
|
ვერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს წვლილი, არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
ზოგჯერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი, არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
კარგად ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
კარგად ახერხებს, შეაჯამოს და გაანალიზოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან, არის ლიდერი.
|
დისკუსიაში მონაწილეობა, კითხვების დასმა, დასმულ შეკითხვებზე ადეკვატური პასუხი, კამათის წესებისა დაცვა
|
იშვიათად მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივი და უშინაარსოა, არ იცავს კამათის წესებს.
|
მონაწილეობს დისკუსიაში, მაგრამ ზოგჯერ დასმული კითხვები არამიზნობრივი და უშინაარსოა.
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული შეკითხვები ზოგჯერ არამიზნობრივი და უშინაარსოა, ვერ იცავს კამათის ნორმებს.
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი და შინაარსიანია, დასაბუთებულად პასუხობს კითხვებს, იცავს ეთიკის ნორმებს.
|
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში. დასმული კითხვები ღრმა, მიზნობრივი და შინაარსიანია, პასუხობს კითხვებზე დასაბუთებულად, იცავს ეთიკის ნორმებს.
|
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა,~ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით
|
უჭირს საკუთარი მოსაზრების გამყარება ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით.
|
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით.
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით.
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით.
|
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას, არა მარტო ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით.
|
ქართული ენისა და ლიტერატურის საშინაო სამუშაოების შეფასების სქემა
ფასდება შემდეგი აქტივობები
|
1-2
დაბალი
|
3-4
საშუალოზე დაბალი
|
5-6
საშუალოზე
|
7-8
საშუალოზე მაღალი
|
9-10
მაღალი
|
დავალების სწორად გააზრება, სისტემატური შესრულება
|
არა აქვს გააზრტებული დავალება; არასისტემატურია
|
ზოგჯერ ნაწილობრივ აქვს გააზრებული დავალება, არასისტემატურია
|
ნაწილობრივ აქვს გააზრებული დავალება; არასისტემატიურია
|
კარგად აქვს გააზრებული დავალება; სისტემატურად ასრულებს დავალებებს
|
კარგად აქვს გააზრებული დავალება; მასალა მრავალფეროვანია; სისტემატურად ასრულებს დავალებას და ამდიდრებს დამატებითი ინფორმაციით
|
საკუთარი აზრის ან დავალების გადმოცემის უნარი
|
ვერ ახერხებს გადმოსცეს საკუთარი აზრი ან ინფორმაცია; არ შეუძლია მსჯელობა მოცემული საკითხის ირგვლივ
|
ცდილობს გადმოსცეს საკუთარი აზრი ან ინფორმაცია, უჭირს დასაბუთებული მსჯელობა
|
ნაწილობრივ ახერხებს გადმოსცეს საკუთარი აზრი ან ინფორმაცია, უჭირს დასაბუთებული მსჯელობა
|
კარგად ახერხებს გადმოსცეს საკუთარი აზრი ან ინფორმაცია; არგუმენტირებულად ამყარებს თეზისებს, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია
|
კარგად ახერხებს გადმოსცეს საკუთარი აზრი ან ინფორმაცია; არგუმენტებით ამყარებს თეზისებს; დამაჯერებლად ასაბუთებს მოსაზრებებს
|
ტექსტის ანალიზის უნარის გამოვლენა და შემოქმედებითობა
|
ვერ ავლენს
|
იმეორებს სხვათა მოსაზრებებს
|
იმეორებს სხვათა მოსაზრებეს; ტრაფარეტულად აზროვნებს
|
აანალიზებს ტექსტს გარკვეული მოდელის მიხედვით; ნაწილობრივ შემომქმედია
|
ავლენს ღრმა ანალიზის, დამოუკიდებელი და შემოქმედებითი ანალიზის უნარს, აქვს ორიგინალური ინტერპრეტაცია.
|
წერის კულტურა, ენობრივი ნორმების დაცვა; შესაბამისი სტილისა და მოდელის გამოყენება
|
ვერ იცავს მართლწერის ნორმებს; ვერ ირჩევს სტილს; წერს გაუაზრებლად
|
ცდილობს დაიცვას მართლწერის ენობრივი ნორმები, უჭირს სტილის არჩევა, წერს გაუაზრებლად
|
ნაწილობრივ იცავს მართლწერის ენობრივ ფორმებს; ირჩევს ნაცნობ სტილს, წერს გაუაზრებლად
|
იცავს მართლწერის ენობრივ ნორმებს, ირჩევს სტილს, იყენებს სათანადო მოდელს
|
გამართულად წერს, ირჩევს სტილს მიზნისა და თემის შესაბამისად; იყენებს მრავალფეროვან მოდელებს.
|
ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი სამუშაოების შეფასების სქემა
ფასდება შემდეგი აქტივობები
|
1-2
დაბალი
|
3-4
საშუალოზე დაბალი
|
5-6
საშუალოზე
|
7-8
საშუალოზე მაღალი
|
9-10
მაღალი
|
პროექტი, რეფერანტი, პრეზენტაცია
|
არასწორად აყალიბებს მიზანს;
ფაქტები და მაგალითები არასაკმარისია;
არ აქვს დასკვნა, არ არის გამოყენებული სასკოლო და დამატებითი ლიტერატურა
|
მკაფიოდ ვერ აყალიბებს მიზანს; შინაარსი გაუმართავია; ფაქტები და მაგალითები არა საკმარისია; არ არის გამოყენებული სასკოლო და დამატებითი ლიტერატურა
|
მკაფიოდ ვერ აყალიბებს მიზანს; კვლევის ძირითადი იდეა არადამაჯერებელია, შინაარსი გაუმართავია;
ფაქტები და მაგალითები არასაკმარისია;
დასკვნა არასრულია, არა არის გამოყენებული სასკოლო და დამხმარე ლიტერატურა.
|
მიზანი ჩამოყალიბებულია; კვლევის ძირითადი იდეა დამაჯერებელია; შინაარსი გამართულია;ფაქტები და მაგალითები კარგად ვერ ამყარებენ თეზისში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას; დასკვნაში მხოლოდ გამეორებულია ძირითადი იდეა. გამოყენებულია სქოლიოები და დამატებითი ლიტერატურა
|
მიზანი კარგადაა ჩამოყალიბებული; კვლევის ძირითადი იდეა დამაჯერებელია; შინაარსი გამართულია; ფაქტები და მაგალითები არგუმენტირებულად ამყარებენ თეზისში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას; დასკვნაში შეჯამებულია ძირითადი იდეა. გამოყენებულია სქოლიოები და დამატებითი ლიტერატურა; ენობრივად გამართულია
|
ზეპირი ჩათვლა
|
მიზანი არა აქვს გაცნობიერებული;
მასალა არა აქვს მომზადებული;
ადეკვატურად არ პასუხობს კითხვებს; ვერ ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს;
ვერ იცავს მართლმეტყველების ნორმებს;
ვერ ავლენს ანალიზისა და სინთეზის უნარს;
|
მიზანი არასრულფასოვნად აქვს გაცნობიერებული;
მომზადებული მასალა მწირია; ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან; ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ ნორმებს; ვერ ავლენს ანალიზისა და სინთეზის უნარს;
|
მიზანი არასრულფასოვნად აქვს გაცნობიერებული; მომზადებული მასალა მწირია; ადეკვატურად ვერ პასუხობს კითხვებზე;
ვერ ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს; იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ ნორმებს; ვერ ავლენს ანალიზისა და სინთეზის უნარს;
|
მიზანი აქვს გაცნობიერებული, მასალა კარგად აქვს მომზადებული, ადეკვატურ. პასუხობს კითხვებზე, ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს, იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ ნორმებს, ავლენს ანალიზისა დ ა სინთეზის უნარს.
|
მიზანი სრულყოფილად აქვს გაცნობიერებული; მასალა გამდიდრებული და მრავალფეროვანია; დამაჯერებლად და არგუმენტირებულად პასუხობს კითხვებზე; ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს; იცავს მართლმეტყველების ნორმებს; ავლენს ანალიზისა და სინთეზის უნარს; აქვს პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალური მეთოდები
|
ტესტი
|
არასისტემურად ასრულებს შემაჯამებელ ტესტებს;
ქულათა პროცენტული მაჩვენებელი არის
10%-20%
|
არასისტემურად ასრულებს შემაჯამებელ ტესტებს;
ქულათა პროცენტული მაჩვენებელი არის
30%-40%
|
არასისტემურად ასრულებს შემაჯამებელ ტესტებს;
ქულათა პროცენტული მაჩვენებელი არის
50%-60%
|
სისტემურად ასრულებს შემაჯამებელ ტესტებს;
ქულათა პროცენტული მაჩვენებელი არის
70%-80%
|
სისტემურად ასრულებს შემაჯამებელ ტესტებს;
ქულათა პროცენტული მაჩვენებელი არის
90%-100%
|
შემაჯამებელი სამუშაოების შეფასების სქემა
1.ადეკვატურობა
|
1.ადეკვატურია
2.ნაწილობრივ ადეკვატურია
3.არ არის ადეკვატური |
2 ქულა
1 ქულა 0 ქულა |
2.ნაშრომის აგება
|
1.ნაშრომი ორგანიზებულია,აბზაცები სწორედ ენაცვლება ერთმანეთს, მონაკვეთები თანმიმდევრულია
2.ნაწილობრივ დარღვეულია ტექსტის ლოგიკა, აბზაცები არასწორად არის გამოყოფილი.
3. დარღვეულია ტექსტის ლოგიკა
|
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
3.მსჯელობა და დასაბუთება
|
1.დამაჯერებელია,არგუმენტები გამყარებულია შესაბამისი მაგალითებით
2.მთლიანობაში დასაბუთებულია,თუმცა არგუმენტები და მაგალითები ხშირ შემთხვევაში არადამაჯერებელია 3.ზერელედაა დასაბუთებული 4,ზოგადია, დაშვებულია უზუსტობები |
4 ქულა
3 ქულა
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
4.დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება
|
1.მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნება,არაშაბლონურობა, ზოგადი განათლება
2.ნაწილობრივ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნება,არაშაბლონურობა, ზოგადი განათლება
3.ნაწილობრივ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნება,არაშაბლონურობა, მაგრამ არ გამოვლინდა ზოგადი განათლება, ან გამოვლინდა ზოგადი განათლება და არ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნება.
|
3 ქულა
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
5. ლექსიკა და სტილი
|
1.ზუსტი და მკაფიოა
2.ზუსტი და მკაფიოა, მაგრამ დაშვებულია ორიოდე სტილისტური შეცდომა
3.აზრი გასაგებია, ლექსიკა მწირია, გვხვდება სტილისტური შეცდომები
4.სტილისტურად გაუმართავია
|
3 ქულა
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
6.სინტაქსი
|
1. არ არის სინტაქსური შეცდომები
2. არის ორი შეცდომა
3. არის სამი შეცდომა
4. არის სამზე მეტი შეცდომა
|
3 ქულა
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
7.მორფოლოგია და ორთოგრაფია
|
1. არ არის ორზე მეტი შეცდომა
2. არ არის ოთხზე მეტი შეცდომა
3. არ არის ექვსზე მეტი შეცდომა
4, შეცდომები ექვსზე მეტია
|
3 ქულა
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
8.პუნქტუაცია
|
1.არ არის სამზე მეტი
2.არ არის ოთხზე მეტი
3. არ არის ექვსზე მეტი
4. ექვსზე მეტია
|
3 ქულა
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
9.ფაქტობრივი შეცდომები
|
1. ტექსტში არ არის ფაქტობრივი შეცდომა
2. ერთი ფაქტობრივი შეცდომაა
3. ერთზე მეტია
|
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
|
No comments:
Post a Comment