სწავლო პროექტის ავტორი
სასწავლო პროექტის ავტორი
| ||||
სახელი, გვარი
|
ნანა ჯაფარიძე
| |||
ქალაქი
|
თბილისი
| |||
სკოლა
|
# 129 საჯარო სკოლა
| |||
პროექტის მონახაზი
| ||||
პროექტის დასახელება
| ||||
უკვდავი პოემა__ ჩვენი ,,ვეფხისტყაოსანი“
| ||||
პროექტის შინაარსი
| ||||
მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იმუშავებს შოთას ბიოგრაფიულ ცნობებზე, ეპოქაზე. გამოიყენებენ ისტორიულ წყაროებს, ინტერნეტ ინფორმაციებს, შეძლებენ მოძიებული მასალის გადამუშავებას, პრეზენტაციის მომზადებას ,,PowerPoint“-ის გამოყენებით. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას პოემის ხელნაწერების შესახებ, გამოიყენებენ ისტორიულ წყაროებს, ინტერნეტ ინფორმაციებს, შეძლებენ მოძიებული მასალის გადამუშავებას, პრეზენტაციის მომზადებას ,,PowerPoint“-ის გამოყენებით. მესამე ჯგუფი სხვადასხვა კლასებში გამოავლენს საუკეთესო კალიგრაფიის მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პოემის აფორიზმების ხელნაწერი კრებულის შედგენაში.
| ||||
საგანი/საგნები
| ||||
ქართული ენა და ლიტერატურა
| ||||
საფეხური/კლასი
| ||||
საშუალო, X კლასი
| ||||
პროექტის განხორციელების დრო
| ||||
24.04.17 წ. __ 15.05.17წ. სამი კვირა
| ||||
პროექტის საფუძვლები
| ||||
საგნობრივი სტანდარტები
| ||||
X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის ხერხების გამოყენება
X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება
• ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
• ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, როგორებიცაა აზრის პერიფრაზირება სიცხადისათვის ან მომზადებული ტექსტიდან გადახვევა აზრის უკეთ განმარტებისათვის;
• ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
• აანალიზებს ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
• იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვას, შესწავლით კითხვას, კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის;
• იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.);
• იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად;
X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
• თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვას, „გონებრივ იერიშს“, ჟურნალისტურ კითხვებს და სხვ.);
• წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
• იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს წყაროს: ავტორს, წიგნის/პუბლიკაციის დასახელებას, გამომცემლობას, გამოცემის ადგილსა და წელს, გვერდს/ებს).
| ||||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
| ||||
დაგეგმილი პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ერის კულტურული მემკვიდრეობისათვის შოთა რუსთაველის უკვდავ პოემას, ასევე, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მიზნობრივად გამოყენება, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. შედეგი თვალსაჩინო იქნება თუ მოსწავლე შეარჩევს, მოიძიებს, დაახარისხებს და თემას შეუსაბამებს სასურველ ინფორმაციას. განსაზღვრას აუდიტორიას. აუდიტორიის გათვალისწინები მეტყველებს, იყენებს შესაბამისს ჟესტიკულაციას, მართავს დროს. აანალიზებს ფაქტორებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მის წარმატებას. თავს უყრის იდეებს, ასწორებს, ახარისხებს, უზიარებს მათ თანაკლასელებს/მასწავლებელს. იცავს ციტირების წესებს. ქმნის საპრეზენტაციო რესურსს და მართებულად იყენებს მას. მოიძიებს შესაბამისს ინფორმაციას ინტერნეტში და უთითებს წყაროს.
| ||||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
| ||||
ზოგადი კითხვა
|
რა ვიცით შოთა რუსთაველისა და მისი ,,ვეფხისტყაოსნის“ შესახებ?
| |||
თემატური კითხვები
|
1.რატომ უნდა ვფლობდეთ უფრო მეტ ინფორმაციას შოთა რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ?
2.რატომ უნდა ვისწავლოთ პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“? 3.რატომ უნდა ვიცოდეთ როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები და პოემის რამდენი სახის ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე? | |||
შინაარსობრივი კითხვები
|
1.რომელ ეპოქაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი და რა არის ცნობილი მის შესახებ?
2.რომელ ჟანრს განეკუთვნება პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“?
3.როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები?
4.რა ინფორმაციას ვფლობთ პოემის ხელნაწერების შესახებ?
5.როდის შეიქმნა პირველი ბეჭდური წიგნი? | |||
შეფასების გეგმა
| ||||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
| ||||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
| ||
პროექტის დასაწყისში
|
1.კითხვების დასმა
2. ,,ვიცი, მინდა ვიცოდე“ __ ცხრილი |
შეფასების ცხრილები
| ||
პროექტის მსვლელობისას
|
1.კითხვები ჯგუფებისთვის
2.ინდივიდუალური კითხვები
3. ორმხრივი ჩანაწერი დღიური
|
შეფასების ცხრილები
| ||
პროექტის დასრულების შემდეგ
|
1.კითხვების დასმა
2.ინდივიდუალური კითხვების დასმა
3.ვიცი_მინდა ვიცოდე__რა ვისწავლე
|
შეფასების ცხრილი
| ||
შეფასების მოკლე მონახაზი
| ||||
ჯგუფური და ინდივიდუალური შეკითხვები გამოიყენება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ამით მოწმდება როგორ მიმდინარეობს მუშაობა, მოსწავლეთა ჩართულობა, ჯგუფთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. სქემა ,,ვიცი_მინდა ვიცოდე_ რა ვიწავლე“ განსაზღვრავს საბაზისო ცოდნას, ბოლო ეტაპზე შეავსებენ მესამე პუნქტს ,, რა ვისწავლე“, ამით მოსწავლეები დააკავშირებენ არსებულ ცოდნას ახალთან.
თემატიკის გაგების მონიტორინგისთვის მოსწავლეები შეავსებენ T სქემას (ორმხრივი ჩანაწერის დღიურის), ისინი ამოკრებენ მათთვის საინტერესო საკითხებს და გვერდზე მიუწერენ საკუთარ შეფასებებს.
მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოიყენება შესაბამისი ინდივიდუალური, ჯგუფური შეფასების რუბრიკები. ინფორმაციებისა და სლაიდშოუს ჩამონათვალის შეფასება მოსწავლეების მიერ კონკრეტული პროექტის დოკუმენტირებას უზრუნველყოფს. მუშაობის დასრულების შემდეგ შესაფასებლად გამოიყენება პროექტის შეფასების რუბრიკა.
| ||||
სხვა საკითხები
| ||||
წინარეცოდნა
| ||||
მოსწავლეებმა იციან პოემა ,,ვეფხისტყაოსნის“ ფაბულა, სიუჟეტი, შეუძლიათ გამოყონ და დაახარისხონ მთავარი და არამთავარი ინფორმაცია, ახასიათებენ პერსონაჟებს, აკავშირებენ მიღებულ ცოდნას ახალთან, შეუძლიათ ამოიცნონ მხატვრული ხერხები, იციან ეპოქის დამახასიათებელი ნიშნები, მსჯელობენ საერო მწერლობაზე და აკავშირებენ თანამედროვეობასთან. ფლობენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას, შეუძლიათ მართლწერის წესების დაცვით შექმნან სხვადასხვა სახის ტექსტები. სწავლის პროცესში გამოიყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.
| ||||
მოსამზადებელი ეტაპი:
თემისა და მიზნის განსაზღვრის შემდეგ, მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა განსხვავებული დავალებები. პირველი ჯგუფი მოაგროვებს ინფორმაციებს შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე. საყოველთაოდ გავრცელებული ფაქტების გარდა უნდა მოიძიონ ნაკლებად გავრცელებული ისტორიები.
მეორე ჯგუფი იმუშავებს პოემის ხელნაწერებზე. მოიძიებენ ინფორმაციას, ასევე, ფოტომასალას სლაიდშოუსთვის.
მესამე ჯგუფი იმუშავებს სხვადასხვა კლასებთან საუკეთესო კალიგრაფიის მოსწავლეთა გამოსავლენად, რათა აიკინძოს აფორიზმების ხელნაწერი კრებული.
სტრატეგია: გამოწვევა
მეთოდი: ინდივიდუალური კითხვების დასმა ჯგუფებისათვის
კითხვები პირველი ჯგუფისათვის:
რომელ ეპოქაში შეიქმნა პოემა?
რა განსხვავებაა საერო მწერლობასა და აქამდე ნასწავლ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს შორის?
რა ვიცით პოეტის ბიოგრაფიიდან?
გარდა გავრცელებული ფაქტებისა თუ გსმენიათ რამე პოეტის ბიოგრაფიის შესახებ( ხალხური გადმოცემა)?
რა ღირებულება აქვს პოემას ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისათვის?
კითხვების დასმის შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ სქემას __ ვიცი, მინდა ვიცოდე.
თუ რისი ცოდნა ან გაგება სურთ ჩამოწერენ დაფაზე მოსაძიებელი მასალების სრულყოფისათვის.
კითხვები მეორე და მესამე ჯგუფისათვის:
როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები?
რომელი საუკუნიდან გვხვდება ქართული ხელნაწერი წიგნები?
რამ განაპირობა წიგნების დაკარგვა-განადგურება?
,,ვეფხისტყაოსნის“ რამდენმა ხელნაწერმა წიგნმა მოაღწია ჩვენამდე?
როდის შეიქმნა პოემის პირველი ბეჭდური ვარიანტი?
ვინ იყო რუსთველოლოგიის ფუძემდებელი?
როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია პოემის არსებობამ ჩვენი ერის კულტურულ-ზნეობრივ თვისებებზე?
რა დანიშნულება აქვს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისათვის უძველესი ხელნაწერების არსებობას?
კითხვების დასმის შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ სქემას__ ვიცი, მინდა ვიცოდე.
თუ რისი ცოდნა ან გაგება სურთ ჩამოწერენ დაფაზე მოსაძიებელი მასალების სრულყოფისათვის.
პროექტის მსვლელობა
მოძიებული ინფორმაციების შეჯერება_ დახარისხება.
მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციებს, ფოტოებს, რომლებიც უნდა განვიხილოთ თუ რამდენად შეესაბამება დასახული მიზნის მიღწევას. ზედმეტი ინფორმაციები(მეორეხარისხოვანი) გაუქმდება, ხოლო ძირითადი დარჩება.
პროექტის დასრულების შემდეგ :
კიდევ ერთხელ გადამოწმდება მოძიებული, დახარისხებული და დაჯგუფებული მასალებისა და შექმნილი სლაიდშოუების ადეკვატურობა;
აქტივობა: ვიცი__ მინდა ვიცოდე__ რა ვისწავლე, ორმხრივი ჩანაწერის დღიური
მეთოდი: ჯგუფური მუშაობა
მოძიებული მასალის გადამუშავების გათვალისწინებით მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ცხრილის __ ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე__ მესამე გრაფა (რა ვისწავლე), რათა განსაზღვრონ პროექტის მსვლელობისას რა შეიძინეს ახალი და დააკავშირონ არსებულ ცოდნასთან.
ამის შემდეგ, მოსწავლეები შექმნიან ორმხრივი ჩანაწერის დღიურებს. მათთვის საინტერესო ფრაზებს, ინფორმაციებს მიუწერენ საკუთარ მოსაზრებსა და ემოციებს.დავალების შესრულების შემდეგ
ჯგუფები აირჩევენ პრეზენტატორებს, გამართავენ შეხვედრას სხვა მოსწავლეებსა და პედაგოგებთან; თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს: პირველი ჯგუფი__ ეპოქა, პოეტის ბიოგრაფია. მეორე ჯგუფი__ ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები; მესამე ჯგუფი __ ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების ხელნაწერი კრებული. | ||||
დიფერენცირებული სწავლება
| ||||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
| ||||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
| ||||
ნიჭიერი მოსწავლეები
| ||||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
| ||||
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
| ||||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
| ||
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
| ||
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
| ||
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
| ||
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
| ||||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
| ||
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
| ||
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
| ||
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
| ||
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
| |||
ბეჭდური მასალები
|
სკოლის სახელმძღვანელო__ მეათე კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა, ავტ: ვ. როდონაია.
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“__ სასკოლო გამოცემა ნოდარ ნათაძის კომენტარებით. საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო. იაკობ გოგებაშვილის ,, შოთა რუსთაველი და სხვა მგოსნები თამარის დროისა“; აფორიზმების კრებული ირაკლი აბაშიძე __ „პალესტინის დღიური“;
ირაკლი აბაშიძის ლექსები ,, ხმა ჯვარის მონასტერში“, ,,რუსთაველის ნაკვალევზე“; ,,ხმა ზეთისხილის ბაღში“;
გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. გიორგი ლეონიძის ლექსი ,,ვეფხისტყაოსანს“;
რუბრიკები, ცხრილები
| |||
ინვენტარი/მასალები
|
კომპიუტერები, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ეკრანი, თაბახის ფურცლები, მარკერები, კალმები.
| |||
ინტერნეტრესურსები
|
| |||
სხვა რესურსები
|
მოწვეული სტუმრები__ თანასკოლელები, მასწავლებლები
|
No comments:
Post a Comment